მთაწმინდის რაიონში ავარიულ სახლებს ამაგრებენ

88

მთაწმინდაზეუკლებას ქუჩა N3-სა და წავკისის ქუჩა N7-ში, მრავალბინიანი ავარიული სახლების კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს. პროექტები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს, რისთვისაც მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამში 238 ათასი ლარი დაიხარჯება.

გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოებისფარგლებში შენობების კონსტრუქციულ ელემენტებს ამაგრებენ.

“ამ ეტაპზე საცხოვრებელ სახლებზე საძირკვლის ლენტური გამაგრება მიმდინარეობს, რისთვისაც მზიდ კედლებზე არმატურის ბადე, ხოლო პერიმეტრზე მონოლითური რკინა-ბეტონის კოჭები მოეწყო. ასევე, ლითონის კუთხოვანებით მოჩარჩოვდა ფანჯრებისა და კარების ღიობები. შენობების საძირკველში ატმოსფერული ნალექის ჩადინების თავიდან აცილების მიზნით კი წყალსარინელი დამონტაჟდა. საძირკველისა და მზიდი კედლების გამაგრების სამუშაოები აღნიშნულ შენობებზე ივნისში დასრულდება”, – განმარტავენ გამგეობაში.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, მთაწმინდაზე კიდევ ოთხი ავარიული სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს.