კუს ტბა მთაწმინდას საფეხმავლო ბილიკით დაუკავშირდება

1547

თბილისის მერმა კახა კალაძემ და მისმა მოადგილემ მაია ბითაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადეს, რომ კუს ტბა მთაწმინდას საფეხმავლო ბილიკით დაუკავშირდება.

პროექტის მიხედვით, ბილიკი წლის ბოლომდე მოეწყობა და მისი სიგრძე 6 კილომეტრი იქნება. მაია ბითაძის განმარტებით, მერიამ უკვე დაასრულა ტყის ინვენტარიზაცია, შედეგად კი გამოიყო რვა ძირითადი სატყეო სექტორი. მისივე თქმით, ამ ბილიკებზე საკემპინგე, დასასვენებელი, ასევე, ეკოლოგიური განათლებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და გადმოსახედები მოეწყობა.

“ეს ძალიან მიმზიდველი იქნება როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება, რომ ისეთ სივრცეებს გაეცნოს თბილისში, სადაც პრაქტიკულად ხელმისაწვდომობა ნაკლები იყო. ასევე, 20 ჰექტრამდე ტერიტორიაზე ტყე აღდგება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იქნება”, – განაცხადა მაია ბითაძემ.