ბათუმში 19 ავარიულ სახლს დემონტაჟი ჩაუტარდება (ვიდეო)

750

ბათუმში 19 ავარიულ სახლს 2020 წლიდან დემონტაჟი ჩაუტარდება. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსის თქმით, ექსპერტიზის დასკვნები მზადაა და რამდენიმე ვარიანტი განიხილება, მათ შორის, ფულადი კომპენსაცია და ავარიული კორპუსების ადგილას ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. ხოლო იმ  ნაგებობებს, რომლებიც გამაგრებას ექვემდებარება რეაბილიტაცია ჩაუტარდება.