ქუთაისში კულტურის ძეგლებთან 16 საინფორამციო დაფა და 4 აბრა განათავსეს

1177
ქუთაისში

ქალქ ქუთაისის მასშტაბით კულტურის ძეგლებთან 16 საინფორმაციო დაფა და 4 აბრა განათავსეს. დაფებზე ინფორმაცია ქართულ და ინგლისურ ენებზეა დატანილი.

როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ინდმეწარმემ, გიორგი დარსაველიძემ შეასრულა.

“დაფებისა და აბრების განთავსებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 10 000 ლარზე მეტი გამოიყო. საინფორმაციო დაფები ქალაქის მასშტაბით არსებულ სხვადასხვა ადგილებზე განთავსდა, მათ შორის, წითელ ხიდსა და თეთრ ხიდთან, ოქროს ჩარდახთან, ცენტრალური ბულვარის შესასვლელთან, 9 აპრილის მემორიალთან, ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმთან, ასევე, ვაჟა ფშაველას, დები იშხნელების, ექვთიმე თაყაიშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ზაქარია ფალიაშვილის, მერაბ კოსტავასა და იპოლიტე ხვიჩიას ძეგლებთან. დაფებზე ინფორმაცია ქართულ და ინგლისურ ენებზეა დატანილი”, – განმარტავენ მერიაში.