ამობრუნებული ავტომობილების ინსტალაციები შსს-ს კამპანია აღმოჩნდა

წინა სტატია

სოციალური კამპანია, რომლის ფარგლებშიც დედაქალაქსა და რეგიონებში დამტვრეული მანქანების ინსტალაციები დამონტაჟდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განახორციელა. როგორც შს მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნული კამპანიის პრეზენტაციისას განაცხადა, მისი მიზანი საზოგადოების წევრების კომფორტის ზონიდან გამოყვანაა, რათა საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევა რეალურად შეფასდეს.

“ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი კამპანიის, რომელსაც „მეტი სიცოცხლისთვის“ დავარქვით, ძირითადი მიზანი იყო, საზოგადოების თითოეული წევრი გამოგვეყვანა კომფორტის ზონიდან. რა თქმა უნდა, ნაწილობრივ ჩვენ ეს შევძელით. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა კრიტიკოსს, მათ შორის მძაფრი კრიტიკისთვის, ასევე ჩვენს კოლეგებს, მეგობრებს და კიდევ ბევრ ადამიანს, რომლებმაც მართლაც კრიტიკის ქარცეცხლში გაგვატარა, თუმცა ეს არ ყოფილა ჩვენი მარტივი არჩევანი. ყოველთვის ვიაზრებდით და დღესაც ვიაზრებთ, რომ თუ ობიექტურ რეალობას არ გავუსწორეთ თვალი, ამ პრობლემის მოგვარების არანაირი შანსი არ გვექნება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შსს-ს ინფორმაციით, 2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 459 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ბოლო 10 წელში ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად საქართველოში 6 608 ადამიანი გარდაიცვალა და 85 946 ადამიანმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

კამპანია “მეტი სიცოცხლისთვის“ რამდენიმე დღის წინ დაიწყო და მის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში დამტვრეული ავტომობილების დროებითი ინსტალაციები დამონტაჟდა, ასევე, კამპანიის ფარგლებში, გამოჩნდა ბანერები და დამზადდა შესაბამისი ვიდეორგოლები.

This slideshow requires JavaScript.

მსგავსი სიახლეები
ხაშურში ბორჯომის ქუჩაზე თბილისის მხარეს არსებული შესასვლელიდან პოლიციის შენობამდე ახალი ღობეები გაკეთდება, ამის შესახებ პროექტი
ხაშურში ასათიანი ქუჩაზე მოსახლეობამ ორმოულები საკუთარი სახსრებით ამოავსო. ამისათვის, ის ნარჩენები გამოიყენეს, რომელიც წყალმომარაგების კომპანიის
ხაშურის მერიის ინფორმაციით, ხაშურში, ყოფილი აგურის ქარხნის ტერიტორიაზე, ახალი რეკრეაციული ზონა მოეწყობა. როგორც მერიაში აცხადებენ
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში ახალი ბიბლიოთეკა გაიხსნება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. ხაშურის საბიბლიოთეკო
ხაშურის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წლის 26 მარტს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ მოისმინა ა(ა)იპ „ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების
ხაშურის მერს, რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების მერებს შორის, ყველაზე მაღალი ანაზღაურება აქვს. მისი ხელფასი, დარიცხვით 3100
№35 ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი მეორე ტური - №35 ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი
21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, შიდა ქართლში პოლიტიკური კლიმატი, ფაქტობრივად, არ შეცვლილა - რეგიონის
ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების მეორე ტური დღეს გაიმართება. მეორე ტური
თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება, - ამის შესახებ ცესკო-ს დღევანდელ სხდომაზე
არჩევნებამდე რამდენიმე დღე რჩება და შიდა ქართლში პოლიტიკური ტემპერატურაც სულ უფრო იმატებს. ხელისუფლების და ოპოზიციის
,,ქართული ოცნების" ხაშურის მერობის კანდიდატი 2006 წლის არჩევნებზე ,,ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ სიაში იყო ,,ნაციონალური მოძრაობის"
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე შიდა ქართლის ოთხ მუნიციპალიტეტში სხვადასხვა პარტიიდან მერობის 28 კანდიდატია წარდგენილი,
ხაშურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.  ქვიშხეთში რეაბილიტაცია უტარდება დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმს, ხოლო  სოფელ წაღვლში
ქალქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ასევე, ქარელის, კასპისა და ხაშურის რაიონებში 82 ვიდეო კამერა
%d bloggers like this: