ირაკლი შენგელია: მოსახლეობას ნამდვილად სჭირდება გვერდით მდგომი თვითმმართველობა

56

საჭირო გზავნილი და ამავდროულად, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, – ასე აფასებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია პარტია “ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივნის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას თვითმმართველობების ხელმძღვანელებთან დაკავშირებით.

შენგელიას თქმით, ადგილობრივ მოსახლეობას ნამდვილად სჭრიდება გვერდით მდგომი თვითმმართველობა, რომელსაც მუდამ ახსოვს, თუ საიდან მოდის მისი ძალაუფლება.

“საჭირო გზავნილი და ამავდროულად, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება რეგიონალურ დონეზე პარტიული პოლიტიკის გაძლიერებისთვის. პარტიული სტრუქტურის გაძლიერება ნიშნავს მეტ კომუნიკაციასა და ანგარიშვალდებულებას მოსახლეობასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის კონტროლს, პარტიული პოლიტიკური გადაწყვეტილებების აქტუალიზაციას ადგილობრივ დონეზე. პარტიის აქტიური მუშაობა განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შესრულებული საქმიანობის ხარისხს. მოსახლეობას ნამდვილად სჭრიდება გვერდით მდგომი თვითმმართველობა, რომელსაც მუდამ ახსოვს, თუ საიდან მოდის მათი ძალაუფლება”, – წერს ირაკლი შენგელია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.