სამი პოლიტიკური პარტია ჭიათურაში მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს

1259

წინა სტატია

სამმა პოლიტიკურმა პარტიამ – “ევროპულმა საქართველომ”, “თავისუფალმა დემოკრატებმა” და “შენების მოძრაობამ” ჭიათურაში მერობის კანდიდატი არ წარადგინეს და მხარი დამოუკიდებელ კანდიდატს, საზოგადოებრივი ორგანიზაციის “მომავლის ჭიათურის” წევრს, დავით ჭუმბურიძეს დაუჭირეს.

წარდგენისას დავით ჭუმბურუძემ მთავარ გამოწვევად ჭიათურაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი და მოუგვარებელი პრობლემები დაასახელა.

ჭიათურაში, ასევე, ტარდება საკრებულოს შუალედური არჩევნები, რომელშიც მონაწილეობას ამავე მოძრაობის წევრი, ნოდარ ჩაჩანიძე მიიღებს.

მერის რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. მოსახლეობამ ხულოს, ზუგდიდის, ჭიათურის, ზესტაფონისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების მერები ხელახლა უნდა აირჩიოს.