“თავისუფალი საქართველოს” ზესტაფონის მერობის კანდიდატი: ზესტაფონიდან დავიწყებ ბრძოლას რეალური თვითმმართველობისთვის

35

წინა სტატია

პარტია “თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ ზესტაფონის მერობის კანდიდატად პარტიის თანადავჯდომარე  გოგი წულაია წარადგინა.

კანდიდატის წარდგენას პარტიის წევრები და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ესწრებოდნენ. მათი თქმით, მთავარი მიზანია, ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობა” არ დაბრუნდეს და დასრულდეს “ქართული ოცნების” მმართველობა.

მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებთან თვითმმართველობების უფლებების გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა.

“ზესტაფონიდან დავიწყებ ბრძოლას რეალური თვითმმართველობისთვის. მარაზმია და უზნეობაა, როდესაც ფერო წამლავს ადამიანებს ზესტაფონში და იქ გამომუშავებული თანხა მიდის თბილისში. ზესტაფონლებს არ დავპირდები რომ ავაშენებ. მე არავის არ ავაშენებ, ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ”, – განაცხადა გოგი წულაიამ.

გოგი წულაიას შუალედურ არჩევნებში მხარს “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”, “ეროვნულ-პატრიოტული მოძრაობა” და დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე უჭერენ.

მერების რიგგარეშე არჩევნები 5 საარჩევნო ოლქში 19 მაისს გაიმართება. მოსახლეობამ ხულოს, ზუგდიდის, ჭიათურის, ზესტაფონისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების მერები ხელახლა უნდა აირჩიოს.