მაია ცქიტიშვილი პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, კახეთში სახელმწიფოს რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები პანკისის ხეობაში, საოფელ ყვარელწყლის საზოგადოებრივ ცენტრში,  უხუცესთა საბჭოს  შეხვდნენ.

როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრაზე საუბარი ძირითადად თუშეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხს შეეხო. უხუცესთა საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ გზის მშენებლობა არის ხეობის ჩიხიდან გამოყვანის, მისი მეტი ინტეგრაციის  საშუალება და ხეობის ერთგვარი პერსპექტივა. გზის მშენებლობით, პანკისის ხეობა ჩაერთვება საერთაშორისო ტურისტულ მარშრუტში, ხოლო ტურიზმის განვითარება პანკისის მოსახლოებას შეუქმნის ახალ შესაძლებლობებს. უხუცესებმა ისაუბრეს სვანეთის მაგალითზე, რომლის ტურისტული პოტენციალის განვითარებამ განაპირობა ამ კუთხის მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერებაც.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ გრძელდება ინტენსიური მუშაობა გზის პროექტირებაზე და გააცნეს უხუცესთა საბჭოს გზის ტექნიკურ-საინჟინრო სირთულეების სპეციფიკა. შეთანხდნენ, რომ უახლოეს მომავალში შედგება შეხვედრა საპროექტო კომპანიის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, მოწვეული სპეციალისტების და უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლების შემადგენლობით.

ხეობის უხუცესებმა ხაზი გაუსვეს პანკისის ახალგაზრდებისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნის, მათ შორის, პროფესიული სასწავლებლების, საწარმოების გახსნის აუცილებლობას.

ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ პანკისის ხეობის თუშეთთან დამაკავშირებელი გზის მნიშვნელობა კარგად ესმით და სწორედ ამიტომ აგრძელებენ ამ ურთულესი გზის პროექტირებაზე მუშაობას. პროექტი არის რთული და არა მხოლოდ მისი მშენებლობა, პროექტირებაც კი დიდი დროს მოითხოვს.

“ორჯერ გადავუვადეთ კომპანიას სამუშაოების დასრულების ვადა სწორედ იმისთის, რომ ეს სამუშაოების შესრულდეს. უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან რთული გზაა, რთული მონაკვეთია და ძალიან მაღალ სიმაღლეებზე უნდა გავიდეს, გადასალახავია ურელტეხილი და შესაბამისად, არის ტექნიკური სირთლეები. აქედან გამომდინარე, მიმდინარეობს ტექნიკური კონსუკლტაციების სპეციალისტებთან. დღეს შევთავაზეთ უხუცესებსაც, რომ მათაც მოგვახმარონ ამ გზების და რელიეფის ცოდნა ტექნიკურ-საინჟინრო გადაწყვეტის შესამუშავებლად. ამასთან, გზა უნდა გაკეთდეს ერთი მხრივ, უსაფრთხოების სტანდარტის და მეორე მხრივ, გარემოს დაცვითი სტანდარტის დაცვით. სწორედ ასეთი მაღალი სანდარტები ხდის ამ პროექტის განხორციელებას რთულს და სწორედ ამასთან არის დაკავშირებული პროექტის დროში შეყოვნება. მთლიანობაში ეს არის 256 კმ-იანი გზა სნოდან თუშეთამდე. პანკისში არის 2 რთული, დაახლოებით 14 კილომეტრიანი, მონაკვეთი. თუმცა, დღესაც აღვნიშნეთ, რომ ეს არის ერთი სირთულე, გზის ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე, მაგრამ ყველა სხვა მონაკვეთების – არსებული გზების – რეაბილიტაცია არის დაგეგმილი ისე, რომ მოვაქციოთეს გზები  სტანდარტში“- აღნიშნა ვიცეპრემიერმა.

მაია ცქიტიშვილი და ქეთევან ციხელაშვილი პანკისის ხეობაში სოფელ მატანისა და ომალოს მოსახლოებას, პანკისის ხეობის ახალგაზრდების ჯგუფს, ქალთა საბჭოს და უხუცესთა საბჭოს წევრებს შეხვდნენ.

მსგავსი სიახლეები
საქართველოს ვიცეპრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან განათლების მიღების მსურველთათვის
პედაგოგთა 20 კაციანი ჯგუფი, პანკისის ხეობის სოფლებიდან, სასწავლო ვიზიტით ბელგიაში, ბრიუსელში იმყოფება. "ვიზიტის პირველ დღეს
ენგურის ხიდზე გამოცხადებული კარანტინი მოქალაქეებმა გალის დეფაქტო ადმინისტრაციასთან გააპროტესტეს. გამოცემა "ნუჟნაია გაზეტას“ ინფორმაციით, დაახლოებით, 80-მდე
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურო პანკისის ხეობის სოფელ დუისში დღეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცს სასმელი წყლის ახალი ჭაბურღილი ექნება. პროექტის საერთო ღირებულება 256 ათასი ლარია
გამყოფ ხაზთან მცხოვრები ოჯახები ბუნებრივი აირის 200 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ. გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ შერიგებისა
წინა სტატია გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში დემოკრატიულად არჩეული პირველი მუსლიმი ქალის, ფარი-ხანუმ სოფიევას მემორიალი გაიხსნა.
წინა სტატია ხვალ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში დემოკრატიულად არჩეული პირველი მუსლიმი ქალის, ფარი-ხანუმ სოფიევას მემორიალი
საქართველოს ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების
საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-23 წლების სტრატეგიის პროექტის რეგიონული განხილვები დაიწყო. პირველი შეხვედრა აჭარაში, შუახევის
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ადმინისტრაციული შენობა აშენდება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. საკრებულოს თავმჯდომარის
წინა სტატია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მეორე ეტაპი დასრულდა. ქვეყნის მასშტაბით, 54 მუნიციპალიტეტის საკრებულოებმა 4801 პროექტი
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია 2019 წლის ზაფხულში დასრულდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით,  პროექტი,
წინა სტატია ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად გამარჯვებული კომპანია
%d bloggers like this: