შიდა ქართლში სკოლის მოსწავლეებისთვის კონკურსი – “წარმოაჩინე შენი სოფელი” ჩატარდება

831

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი სოფლების საჯარო სკოლების მოსწავლეებს კონკურსში -“წარმოაჩინე შენი სოფელი” მონაწილეობის მისაღებად იწვევს. ინფორმაციას შიდა ქართლის სიანფორმაციო ცენტრი ავრცლებს.

საუკეთესო ვიდეორგოლის ავტორს ფასიან საჩუქრებს გადასცემენ.

ცოტა ხნის წინ, გორის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელმა რობერტ მაღლაკელიძემ განაცხადა, რომ საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით, მოლაშქრეთა კლუბები შეიქმნება, . ისინი საკუთარი სოფლების ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით, იაქტიურებენ და პოპულარიზაციას ისტორიულ-კულტურულ ძეგლებს გაუწევენ.