სტუდენტები და მოსწავლეები რუსთაველის მეტროსთან აქციას მართავენ

654

მათი თქმით, მუდმივი საცობები ქალაქს ანადგურებს, გარემო ყოველდღიურად ბინძურდება, ჰაერი კი იწამლება.

ახალგაზრდების თქმით, თუ თბილისის მერია არაფერს მოიმოქმედებს, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

შეგახსენებთ, გარემოს დაცვითი რეგულაციების გამკაცრების მოთხოვნით თბილისის მერიასთან სტუდენტებმა აქცია 12 აპრილსაც გამართეს.