პრეზიდენტი ახალციხელ მეწარმეებს: რეგიონის განვითარება თქვენზეა დამოკიდებული

255

სალომე ზურაბიშვილი იმ ახალგაზრდა მეწარმეებს შეხვდა, როლებმაც “აწარმოე საქართველოს ფარგლებში“ გრანტი მოიპოვეს და რეგიონში მცირე ბიზნესი წარმოიწყეს. მეწარმეების და პრეზიდენტის შეხვედრა ახალციხის საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში, 13 აპრილს გაიმართა. შეხვედრა, რომელიც მედიისთვის დახურული იყო, დაახლოებით, ერთ საათს გაგრძელდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

“თქვენ წარმოადგენთ იმ ფენას და იმ სფეროს, რომელიც არის აუცილებელი, როცა ჩვენ ვსაუბრობთ რეგიონების განვითარებაზე. ჩემი საარჩევნო კამპანიიდან დაწყებული აქცენტი მქონდა და ხაზს ვუსვამდი იმას, რომ რეგიონების განვთარება არის ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელი მიმართულება. ალბათ ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ტოვებენ ადამიანები თავის ქვეყანას, არის ის, რომ თავიანთ რეგიონში ვერ პულობენ განვითარების პერსპექტივას. ჩვენი მთავარი ამოცანაა, თუ როგორ გამოვასწოროთ ეს მდგომარეობა. თქვენ ხართ ამ გამოწვევის გამოსწორების ერთ–ერთი საშუალება. მე ძალიან მიხარია, რომ დღეს ამდენი მცირე მეწარმე ხართ წარმოდგენილი“, – მიმართა პრეზიდენტმა მცირე მეწარმეებს.

პრეზიდენტთან ერთად შეხვედრას “აწარმოე საქართველოს“ პროგრამის დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილიც უძღვებოდა. მისი თქმით, პროგრამის ამოქმედებიდან, 2015 წლიან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით 3 000 მეწარმეს მისცეს გრანტი.

“ჩვენ არა მხოლოდ ვაფინანსებთ მცირე მწეარმეებს, არამედ ვზრუნავთ მათი ბიზნესგანათლების ამაღლებაზე. რომ არა ჩვენი პროგრამა, ბევრი ბინეზსიდეა განწირული შეიძლება ყოფილიყო, ეს კი ჩვენ სტიმულს გვაძლევს, რომ პროგრამა გაგრძელდეს, გაფართოვდეს და დაიხვეწოს, რათა თქვენს ინტერესებზე უფრო მეტად იყოს მორგებული“, – განაცხადა შეხვედრაზე თორნიკე ზირაქიშვილმა.

მისი თქმით, 2015 წლიდან დღემდე რეგიონის მასშტაბით 800 პროექტი დაფინანსდა, რისთვისაც 6 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი სამცხე–ჯავახეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა.