კურორტ აბასთუმანში პარკები და საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა

747

მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით აბასთუმნის ცენტრალური ნაწილის ურბანული განახლების საპროექტო დოკუმენტების მომზადებაზე მუშაობს. დოკუმენტებს იტალიური საპროექტო კომპანია”KEIOS” და ქართული კომპანია “CMC ჯგუფი” ამზადებს. აღნიშნულმა კომპანიებმა მუნიციპალუტი ფონდის წარმომადგენლებთან ერთად გუშინ აბასთუმნის ურბანული განახლების პირველადი ხედვის საჯარო განხილვა გამართეს.

როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, აბასთუმნის ურბანული განვითარების საპროექტო დოკუმენტის მიხედვით, კურორტზე საფეხმავლო ბილიკების, განათების, დამატებითი ისტორიული ღირებულების მქონე შენობა-ნაგებობების და მოსასვენებელი ადგილების მოწყობა იგეგმება. ასევე,  პროექტი მდინარე ოცხეს დაზიანებული ნაპირის მოწესრიგებაც ითვალისწინებს.

 

შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური განვთარების ფონდი აბასთუმნის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებაზეც მუშაობს. ამასთან, ცნობილია, რომ კურორტ აბასთუმანში კანალიზაციის სისტემისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისთვის 18.5 მილიონამდე დაიხარჯება.