ახალციხის ციხის ყოფილი საქმეთა მმართველი დირექტორს სასამართლოში უჩივის

753

წინა სტატია

ახალციხის ციხის ყოფილი საქმეთა მმართველი მაია მაისურაძე, რომელიც სამსახურიდან რეორგანიზაციის შედეგად გაათავისუფლეს, სასამართლოს ერთ კვირაში მიმართავს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

მაისურაძე სასამართლოს ძალით სამსახურში აღდგენისთვის იდავებს. იგი ახალციხის ციხეზე გახსნის დღიდან მუშაობს: „ჯერ ციხის ადმინისტრაციიდან დოკუმენტებს გამოვითხოვ და ადვოკატთან ერთად სარჩელს მერე მოვამზადებ“.

მისი თქმით, ციხის ადმინისტრაციამ თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ტურისტების რაოდენობა გიზარდა: “ახალციხის ციხე რომ გაიხსნა მაშინ იყო საჭირო კადრები და იურისტი ცალ–ცალკე ახლა აღარ არის საჭირო, როცა უფრო მეტი ტურისტი შემოდის და შემოსავალი გაიზარდა?!“

მაისურაძესთან ერთად სამსახურიდან კიდევ ხუთი თანამშრომელი გაათავისუფლეს. მათ შორის ერთი, გამწვანების ყოფლი სპეციალისტი რეზო გიქოშვილიც სამსახურში აღდგენას სასამართლოს გზით აპირებს.

ახალციხის ციხეზე რეორგანიზაცია 2018 წლის დეკემბერში დაიწყო და ხუთ აპრილს დასრულდა. ა(ა)იპ–ში ჯამში ხუთი სამსახური დარჩა, სადაც 74 თანამშრომელია დასაქმებული. ესენია: ადმინისტრაციის სამსახური, ტურიზმისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური,მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური, საფინანსო სამსახური და უსაფრთხოების სამსახური.