გოგი წულაია ზესტაფონის მერობისთვის იბრძოლებს

1388

სტატიის გაგრძელება

გოგი წულაია ზესტაფონის მერობისთვის იბრძოლებს. პარტია “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე 51-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადებას უახლოეს დღეებში შეიტანს. ინფორმაციას “არგო TV” ავრცელებს.

წულაიას თქმით, ზესტაფონელ ამომრჩეველთან განსაკუთრებულად იაქტიურებს და წინასაარჩევნოდ ელექტორატს მისთვის ჩვეული პრეფორმანსებით გაანებივრებს. მისი თქმით, ზესტაფონში გამარჯვების იმედი აქვს და ამბობს, რომ მთელი საქართველოსთვის ბრძოლას აქედან აპირებს.

მერების რიგგარეშე არჩევნები 5 საარჩევნო ოლქში 19 მაისს გაიმართება. მოსახლეობამ ხულოს, ზუგდიდის, ჭიათურის, ზესტაფონისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების მერები ხელახლა უნდა აირჩიოს.