ამობრუნებული ავტომობილების ინსტალაციები ხაშურშიც გამოჩნდა

784
ხაშური

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ამობრუნებული ავტომობილების ინსტალაციები დედაქალაქის შემდეგ ხაშურშიც გამოჩნდა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

ამობრუნებული მანქანები ხაშურში გუშინ ქალაქის შესასვლელთან სოფელ გომში დაამონტაჟეს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე მსგავსი ინსტალაციები თბილისის მასშტაბით სხვადასხვა უბანში გაკეთდა. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ეს ინსტალაციები ერთ-ერთი კომპანიის აქციის ნაწილია და მის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.