ხვალ ბაზალეთის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

728

როგორც დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, შეზღუდვა 01:00 საათიდან ამოქმედდება და გზის ამ მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა 06:00 საათზე განახლდება.

“თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით, “თბილსერვის ჯგუფი“ აღნიშნულ მონაკვეთზე დაზიანებული სანიაღვრე ჭის დემონტაჟისა და შეცვლის სამუშაოებს განახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, -ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.