შსს-მ ბათუმის საკრებულოში დეპუტატებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო

36

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ბათუმის საკრებულოში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

როგორც შსს-ში განაცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე ყველა პირი დაიკითხება.

ბათუმის საკრებულოში სხდომა, რომელზეც დღეს “ქართული ოცნების“ და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთმანეთს ფიზიკურად ორჯერ დაუპირისპირდნენ, ამ დროისთვის დასრულებულია. დაპირისპირების შედეგად დაშავებული “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.