პრემიერი: ყველა დასახლებულ პუნქტში ქართული ფოლკლორი და საგალობლები უნდა ისწავლებოდეს

სტატიის გაგრძელება

ჩვენი სურვილი და მოწოდებაა, რომ საქართველოში ყველა დასახლებულ პუნქტში ისწავლებოდეს ქართული ფოლკლორი და უნიკალური საგალობლები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მე-10 საუკუნის ჰიმნოგრაფიულ კრებულებში დაცული სამუსიკო ნიშნების – ნევმების – კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული საგალობლები უნიკალური მოვლენაა მსოფლიო ისტორიაში და ეს არის მსოფლიო საგანძური, რომელსაც განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება.

“ჩვენ  ვამაყობთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კულტურით, იმით, რომ ქართველ ერს უნიკალური წვლილი აქვს შეტანილი მსოფლიო ცივილიზაციაში. როდესაც ვსაუბრობთ მსოფლიო ცივილიზაციაში ჩვენს წვლილზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვგულისხმობთ ქართულ მრავალხმიანობას, რითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს. ქართული საგალობლები უნიკალური მოვლენაა მსოფლიო ისტორიაში და ეს არის მსოფლიო საგანძური, რომელსაც განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც შეინარჩუნა ეს უნიკალური სიმდიდრე მომავალი თაობებისთვის, ვინაიდან, საქართველოს ისტორიაში არსებობდა ისეთი პერიოდები, როდესაც მართლაც დიდი რისკის ქვეშ იდგა ამ უნიკალური საგანძურის შენარჩუნება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმინისტრის თქმით, დაიწყო სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიხედვითაც ქართულ ფოლკლორს და საგალობლებს საქართველოს მასშტაბით ყველგან შეასწავლიან.

მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ საჭიროა ქართული საგალობლების მეტი პოპულარიზაცია საქართველოს და მსოფლიოს მასშტაბით, იმისათვის, რომ ის მომავალ თაობებს გადაეცეს.

მე-10 საუკუნის ჰიმნოგრაფიულ კრებულებში დაცული სამუსიკო ნიშნების – ნევმების – კვლევის შედეგების პრეზენტაცია ეროვნულ მუზეუმში გაიმართა. ნევმირებულ ძლისპირებბსა და მიქაელ მოდრეკილის იადგარში დაცულ ნევმურ სისტემას წლების განმავლობაში ანჩისხატის გუნდის წევრები მალხაზ ერქვანიძე და ზაალ წერეთელი იკვლევდნენ.

მსგავსი სიახლეები
ფოთში მდინარე რიონის მთავარი არხის კალაპოტს ნატანი გრუნტისგან, დალექილი უბნებისა და მცენარეებისაგან გაწმენდენ და რკინაბეტონის
მთავრობის განკარგულებით, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისთვის 4.5 მილიონი ლარი გამოიყოფა. ყველაზე მეტი თანხა საჩხერის
სტატიის გაგრძელება პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს, 12 მაისი ყოვლადწმინდა
წინა სტატია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ქალაქ ზუგდიდში წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმდინარე პროექტების ფარგლებში, დაზიანებულ
სტატია მომზადებულია რადიო "ათინათის" მიერ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე სახელმწიფო
ადგილობრივი ბიუჯეტების სიმწირის გამო მუნიციპალიტეტებში 60 ახალ საბავშვო ბაღს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ააშენებს. ამის შესახებ საქართველოს
ტელეკომპანია "მაესტრო" ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში კოალიციის "ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის" წევრმა, კოკა კიღურაძემ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის
ზაფხულის ბოლოს ბათუმს თანამედროვე სტანდარტების, 3 400 მაყურებელზე გათვლილი სპორტული კომპლექსი ექნება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს
2018 წლის 7 ნოემბერს, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის 35-ე სესიაზე, მიღებულ იქნა რეკომენდაცია საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის შესახებ ანგარიშის საფუძველზე. იხილეთ დოკუმენტი ინგლისურად
წინა სტატია საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
სტატიის გაგრძელება "ოპტიმალ გრუპმა" შესყიდვების სააგენტოში გორის მერიას დავა მოუგო და ის ტენდერი გააუქმებინა, რომლის
4 საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტს 400 მილიონი დოლარით აფინანსებს, მთავრობასთან რვაპუნქტიან მოთხოვნებთან
სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ანაკლიის კონსორციუმს, რომ მან თავისი საინვესტიციო ვალდებულების შესრულლება შეძლოს, - ამის შესახებ
ანაკლიაში ღრმაწყლოვანი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა ვაქციოთ სახალხო პროექტად, - ამ მოწოდებით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების
%d bloggers like this: