ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ხმაურის გამო სხდომათა დარბაზში მყოფი მოქალაქეების გაძევება მოითხოვა

897

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ სხდომათა დარბაზიდან იმ მოქალაქეების გაძევება მოითხოვა, რომლებიც საკრებულოს სხდომას ესწრებიან. როგორც სულიკო თებიძემ განმარტა, სხდომათა დარბაზში მყოფი გარეშე პირები ხმაურს იწვევენ და პროვოცირებას ახდენენ. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავები და საკრებულოს დაცვის თანამშრომლები მოქალაქეებს შენობის დატოვებას სთხოვდნენ, ისინი სხდომათა დარბაზიდან არ გავიდნენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

საკრებულოს თავმჯდომარისგან განმარტებებს ითხოვდნენ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც, თუმცა თებიძემ სხდომათა დარბაზი დატოვა და შესვენება გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ბათუმის საკრებულოში ოპოზიცია და მმართველი გუნდი ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მიზეზი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა გახდა.