კალაძე: ბიბლიოთეკებში მძიმე მდგომარეობაა, ადამიანს არანაირი სურვილი არ გაუჩნდება იქ მივიდეს და წიგნი წაიკითხოს

ძალიან მძიმე მდგომარეობაა ბიბლიოთეკებში, ადამიანს ელემენტარულად არანაირი სურვილი არ გაუჩნდება იქ მივიდეს და წიგნი წაიკითხოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც ბიბლიოთეკებთან დაკავშირებულ რეფორმაზე ისაუბრა. კალაძის განცხადებით, მერია იწყებს ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას, რომელიც ბიბლიოთეკების მედიათეკებში გადატანას მოიცავს.

“დღეს რაც ხდება ბიბლიოთეკებში ძალიან ცუდია და არ არის კარგი სიტუაცია. ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ადამიანს ელემენტარულად არანაირი სურვილი არ გაუჩნდება იქ მივიდეს და წიგნი წაიკითხოს. შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს. ჩვენ გვახსოვს, რომ ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ხდებოდა ადამიანების გაშვება. მე კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და მინდა მივმართო ბიბლიოთეკის ყველა თანამშრომელს – არავინ არსად არ გიშვებთ! თქვენ ხართ ჩვენი თანამშრომლები და გააგრძელებთ მუშაობას, ოღონდ უფრო კარგ და სუფთა გარემოში“, – განაცხადა კახა კალაძემ და რეფორმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სოფიო ხუნწარიას სთხოვა.

როგორც მერის მოადგილემ განაცხადა, ამ კვირაში რეფორმის პირველი ეტაპი დასრულდება.

“ა(ა)იპ მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკებში უნდა მოხდეს ბიბლიოთეკების ადაპტირება, სადაც უკვე გაერთიანებულია სამი მედიათეკა, ანუ ორი დამოუკიდებელი სტრუქტურა უნდა ჩამოყალიბდეს ერთ სტრუქტურად. თქვენ როგორც უკვე აღნიშნეთ, არ იგეგმება თანამშრომლების გაშვება და ყველა ის ბიბლიოთეკარი, რომელსაც სურვილი ექნება, რომ ჩვენთან თანამშრომლობა გააგრძელოს, ბუნებრივია, თავიანთ სამუშაო ადგილებზე გააგრძელებენ მუშაობას. აქვე მინდა გამოვეხმაურო ჩვენს ოპონენტებს, რადგან ხშირად ჩვენზე საუბრობენ ხოლმე, რომ ვაპირებთ ბიბლიოთეკების ნგრევას, რაც, რა თქმა უნდა, სისულელე და არასწორი ინფორმაციაა. მინდა გითხრათ, რომ ორი ახალი ბიბლიოთეკა შემოემატება თბილისს. ეს არის ვარკეთილში და დიდ დიღომში. ამ მიმართულებით პროექტირება დასრულებულია და მულტიფუნქციურ შენობებში ორი ახალი ტიპის, სრულიად ადაპტირებული ბიბლიოთეკები გაჩნდება. ვფიქრობ ჩვენი რეფორმა ძალიან წარმატებით დასრულდება. მთავარია ჩვენი ბიბლიოთეკარების თანადგომა და ჩვენ ერთად უნდა გავზარდოით მკითხველთა რაოდენობა“, – განაცხადა სოფო ხუნწარიამ.

შეგახსენებთ, რომ ბიბლიოთეკარებს გამოცდის ჩაბარება აღარ მოუწევთ.

მსგავსი სიახლეები
თბილისის მერის მოადგილის სოფიო ხუნწარიას განცხადებით, ბიბლიოთეკების რეორგანიზაციის ფარგლებში, ბიბლიოთეკარებს გამოცდის ჩაბარება აღარ მოუწევთ. "ბიბლიოთეკარებთან
თბილისის მერმა კახა კალაძემ და მერის მოადგილეებმა ფეისბუქ ლაივის საშუალებით 19 თებერვალს პირველი “ვიდეო დიალოგი”
თბილისის ბიბლიოთეკარები თბილისის მერს კახა კალაძეს თხოვნით მიმართავენ, არ გაუქმდეს სსიპ-ი და მათი ა(ა)იპ-ში გადაყვანა არ მოხდეს.
თბილისის მერმა კახა კალაძემ მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან ერთად, სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს თბილისის მერიის ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტები
წინა სტატია თბილისის მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას თქმით, დედაქალაქის მცხოვრებლებსა და სტუმრებს წელს გრანდიოზული ღონისძიებები
წინა სტატია თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებით, მთავარი საახალწლო ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება, სადაც,
თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა სახელწოდებით - "ტურიზმის სექტორის გამოწვევები“ ჩატარდა.
წინა სტატია თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ორგანიზებით, 30 ნოემბერს და პირველ დეკემბერს, "თბილისის
მზიურის პარკში ღონისძიება „ერთად გავიხსენოთ 13 ივნისი“ გაიმართა. დედაქალაქის მერმა შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი სოფიო ხუნწარია თავის მეხუთე მოადგილედ
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისს ივლისისთვის 3D რუკა ექნება. მისი თქმით,
წინა სტატია თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დამატებით 12 ცენტრალურ ქუჩაზე მიკროავტობუსებს გაჩერება მხოლოდ
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ქუჩათა რაოდენობა სადაც მიკროავტობუსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან, დაახლოებით, 12-ია. აღნიშნული საკითხი
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის,
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავობის სხდომაზე განაცხადა, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 200-მდე ოჯახს დიდ
%d bloggers like this: