კალაძე: საზოგადოებრივ ტრანსპორტს 6 ახალი ქალი მძღოლი შეემატა

939

წინა სტატია

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხდა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს 6 ახალი ქალი მძღოლი შეემატა.

“ქალი მძღოლები შემოგვემატა ჩვენს სატრანსპორტო კომპანიაში. საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დამატებით 6 ქალი დასაქმდა. ეს ძალიან საინტერესო გადამზადების პროგრამაა, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად ვახორციელებთ. მათი დაფინანსებით ხდება ეს ყველაფერი. 21-მა ქალმა უკვე გაიარა გადამზადება, D კატეგორიის მართვის მოწმობაც მიიღეს და უახლოეს დღეებში, როცა ახალი ავტობუსები ჩამოვა თბილისში, გვექნება შესაძლებლობა, რომ ქალბატონები მოემსახურონ ჩვენი ქალაქის მოსახლეობას“, – განაცხადა კალაძემ.