ნუცუბიძეზე წყლის მაგისტრალური მილი დაზიანდა (ვიდეო)

804

თბილისში ნუცუბიძეზე წყლის მაგისტრალური მილი დაზიანდა. როგორც კომპანია GWP-ში აცხადებენ, ამ ეტაპზე, კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე არიან და პრობლემის აღმოფხვრაზე უკვე მუშაობენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

ტექნიკური პრობლემის გამო ნუცუბიძის მესამე კვარტლის მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება დროებით შეეზღუდა.

შემთხვევა ჩხიკვაძის 35 ნომერში მოხდა.