ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ფონდი “ქართუ“ ხობში რამდენიმე პროექტს განახორციელებენ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, ფონდ “ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარესთან ნიკოლოზ ჩხეტიანთან, სამეგრელოს გუბერნატორთან ალექსანდრე მოწერელიასთან და ხობის მერთან გოჩა ქაჯაიასთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებს გაეცნო.

ილია ბეგიაშვილისა და ნიკოლოზ ჩხეტიანის განცხადებით, სამინისტრო და ფონდი ერთობლივად სწავლობენ იმ პრიორიტეტულ საჭიროებებს, რაც ადგილობრივების საყოფაცხოვრებო პირობებს გააუმჯობესებს და პროექტებს სხვადასხვა მიმართულებით ეტაპობრივად განახორციელებენ.

“საავტომობილო გზების დეპარტამენტი რამდენიმე პროექტს უკვე ახორციელებს ხობის მუნიციპალიტეტში. ამ პროექტების ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 7 მილიონი ლარია და რამდენიმე თვეში დასრულდება. ასევე, გავეცანით სოფელ ხიბულაში არსებულ ვითარებას და იმ საჭიროებებს, რაც არსებობს წყალმომარაგების, გარეგანათების, საბავშვო ბაღის მიმართულებით. გადაწყვეტილია, რომ ფონდ “ქართუსთან“ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, მოკლე პერიოდში, გავაკეთებთ შესაბამის პროექტებს, რომელიც ამ პრობლემებს მოაგვარებს,“ – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ.

ილია ბეგიაშვილი და ნიკოლოზ ჩხეტიანი სოფელ  ხიბულაში იმ სახლშიც იმყოფებოდნენ, სადაც პირველმა პრეზიდენტმა სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა. ფონდი “ქართუ“ იქ ზვიად გამსახურდიას მემორიალური მუზეუმის მოწყობას გეგმავს. ასევე, ფონდის დაფინანსებით სოფელ ხიბულაში აშენდება საბავშვო ბაღი, ეკლესია და მოეწყობა სკვერი.

მსგავსი სიახლეები
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებმა 2017 წლის იანვრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებისათვის ჯამში 1
ხობის სოფელ ძველ ხიბულაში იმ სახლის რეკონსტრუქცია დაიწყო, სადაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ხობის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 5 პროექტი 2
სახელმწიფო აუდიტის სამსახური სამტრედიის, ქუთაისის, რუსთავის, ხობის, საჩხერის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ფინანსური დოკუმენტაცია პროკურატურას გადაუგზავნა.
წინა სტატია მუნიციპალური განვითარების ფონდმა კიდევ 4 სკოლის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. კერძოდ, ტენდერი გამოცხადდა ზესტაფონის
ხობის მერიაში ფულადი ჯილდოს და დანამატის სახით, სამ თვეში, 2018 წლის პირველი ნოემბრიდან პირველ თებერვლამდე ჯამში 111
სტატიის გაგრძელება პროკურატურა ზუგდიდისა და ზობის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ 63 მოქალაქეს 67 მიწის ნაკვეთს დაუბრუნებს. მოქალაქეებს
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. "საგვიჩიოში 3770 მეტრ მანძილზე დაიგო ცემენტ-ბეტონის
ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, შიდა სასოფლო
ხობის მუნიციპალიტეტის მერია კონდიციონერების შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ჯამში 21 კონდიციონერზეა საუბარი. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება
ხობის მუნიციპალიტეტში ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს საავტომობილო გზის 5 კილომეტრიან მონაკვეთზე (კმ5+ 00 -კმ 10+ 300), გზის სარეაბილიტაციო
დღეს ქალაქ ხობში ცენტრალური პარკის მშენებლობა დაიწყო. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში ველობილიკი, საფეხმავლო
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ გურიფულში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მერიის ცნობით, პროექტის მიხედვთ, 850
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში 150 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი გაიხსნა. მერიის ცნობით, ახალ საბავშვო ბაღში შეიცვალა
ხობის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციისთვის 1 მილიონი ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. ცენტრალური პარკის და მიმდებარე ტერიტორიის
%d bloggers like this: