ვერეს ხეობის მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებენ

743

წინა სტატია

შპს “თბილსერვის ჯგუფმა“ ვერეს ხეობაში, თამარაშვილის ქუჩიდან ახალი გზის მიმართულებით, მოსახლეობის მიერ დანაგვიანებული ფერდობებისა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება დაიწყო.

“მდინარე ვერეს კალაპოტი და მიმდებარე ფერდობები დაბინძურებულია. ამჟამად, ვერეს კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშაოები ხორციელდება. საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული უბანია და შესაბამისად, რთული სამუშაოებია ჩასატარებელი, თუმცა „თბილსერვის ჯგუფი“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ტერიტორია სრულად მოაწესრიგოს. ამის შემდეგ გადავალთ უკვე ქალაქის შემოსავლელისა და გასასვლელის დასუფთავებასა და მოწესრიგებაზე, სადაც ანალოგიური მდგომარეობაა“, – განცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, დასუფთავების მასშტაბური აქცია ნარჩენების რაოდენობიდან გამომდინარე, რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. აქციაში “თბილსერვის ჯგუფის“ 30-მდე თანამშრომელია ჩართული. ადგილზე ასევე, მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.

შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე “თბილსერვის ჯგუფს” კონკრეტული ადგილების დასუფთავება დაავალა.