ოზურგეთის სოფელ მელექედურში გაზიფიცირებასა და წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ

713

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში გამართულ საპროტესტო აქციაზე დგილობრივებმა სოფლის გაზიფიცირება და წყლის პრობლემის მოგვარება მოითხოვეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

“ჩვენი სოფელი ყველასგან მივიწყებულია. ირგვლივ სოფელები გაზფიცირებულია. ჩვენ კი უამრავი პრობლემა გვაქვს და ყურადღებას არავინ გვაქცევს. გაზი არ არის, წყალი არაა, ფაროსანამაც გაგვინადგურა ყველაფერი. არადა, ჩვენი ძირითადი შემოსავალი სოფლის მეურნეობაა. დღეს გზის გადაკეტვას ვაპირებდით, მაგრამ ხელისუფლების თხოვნით თავი შევიკავეთ. დრო მივეცით მათ. თუ დანაპირებს არ შეასრულებენ, საპროტესტო აქციებს მოვაწყობთ”, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

აქციის მონაწილეებს სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია შეხვდა. მან მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და უახლოეს მომავალში მათ მოგვარებას დაჰპირდა.