თელავის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

696

თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ალექსანდრე საჩიშვილმა 6 აპრილს თანამდებობა დატოვა.

საჩიშვილის თანამდებობიდან წასვლას ჯანმრთელობის პრობლემებს უკავშირებს. მისი თქმით,  სამკურნალოდ საზღვარგარეთ გეგმავს წასვლას.

“ჩემი სურვილით დავტოვე თელავის მერის თანამდებობა. თითქმის ორი თვე ვერ დავდიოდი სამსახურში, რადგან ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები მაქვს. საქართველოში ექიმები ვერ მისვამენ დიაგნოზს, ამიტომ სამკურნალოდ ქვეყნის ფარგლებს გარეთ უნდა წავიდე”, – განაცხადა ალექსანდრე საჩიშვილმა.

ის თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ 2017 წელს დაინიშნა.