დაბა ურეკში ბულვარის რეაბილიტაციას 5.6 მილიონზე მეტი მოხმარდება (ფოტო)

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში ბულვარის, მისი მიმდებარე ქუჩებისა და ბულვარზე გასასვლელების მოწყობისა და რეკონსტრუქციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 18 აპრილს დაიწყება და 23 აპრილს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 5 627 316 ლარია.

“პროექტი ბულვარისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის, ე.თაყაიშვილის ქუჩისა და ასევე, ბულვარის პარალელური ქუჩის სამშენებლო სამუშაოებს მოიცავს. ასევე, სამშენებლო პროექტის მიხედვით, ბორდიურები, გარეგანათება, ტროტუარი და ახალი სანათები მოეწყობა.

გაკეთდება ბულვარის ცენტრალური შესასვლელი (საჩრდილობლით), ფეხით მოსიარულეთა ბილიკი და ველობილიკი, ცენტრალური შესასვლელის მიმდებარედ მთავარი მოედანი (მოსასვენებელი ზონა საჩრდილობლებით), ბულვარზე ბოლო გასასვლელთან მცირე მოედანი და სველი წერტილები, რომლებიც ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

ამასთან, ბულვარის მთელ სიგრძეზე მოეწყობა მცირე მოედნები ღია სეზონური კაფეებისთვისა და კომერციული ობიექტებისათვის. რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ე. თაყაიშვილის ქუჩისა და ბულვარის დამაკავშირებელ გასასვლელებს. ხოლო, სანაპირო ზოლის მთელ სიგრძეზე მცირე არქიტექტურული ფორმები, ბულვარის ინვენტარი, რეკრეაციული ზონები, ბავშვთა გასართობი მოედნები და სპორტული აქტივობებისთვის განკუთვნილი ზონები მოეწყობა.

ასევე, პროექტით გათვალისწინებულია დეკორატიული გამწვანებისა და მოსასვენებელი ზონების, ველოსიპედების გასაქირავებელი ადგილის, პარკინგის და გაჩერებების მოწყობაც “- აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, საგარანტიო ვადად სამუშაოების დასრულებიდან 365 კალენდარული დღე განისაზღვრა. ამასთან, დოკუმენტაციის თანახმად, სამუშაოს მიწოდების ვადა 10 კალენდარულ თვეს შეადგენს.

This slideshow requires JavaScript.

მსგავსი სიახლეები
წინა სტატია დაბა ურეკში წყლისა და კანალიზაციის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება. დაბა ურეკში
დაბა ურეკში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ბაღი ფონდი "ქართუს“ დაფინანსებით
ურეკი-შეკვეთილის სანაპირო ზოლს ასუფთავებენ. სამუშაოებს ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალური მომსახურების სერვისცენტრი“ ახორციელებს. როგორც ოზურგეთის მერიაში აცხადებენ,
ურეკი და ქობულეთი შესაძლოა ერთმანეთს ტრამვაის ხაზით დაუკავშირდეს. ინფორმაციას allnews  ავრცელებს. აღნიშნული შესახებ ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ოსიკო თოთიბაძემ, არქიტექტურის განყოფილების უფროსმა, თამაზ ლომჯარიამ და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის განყოფილების
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმში საბავშვო ბაღის პროექტირებაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. როგორც ზუგდიდის მერიაში
წინა სტატია აწყვიტა–ნიჯგორის ჩანგრეული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასპინძის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია "საგზაო
წინა სტატია თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა,
გორის მუნიციპალიტეტის მერია 315 000 ლარად მცირე ტევადობის ნაგვის გასატან სპეციალური მანქანებს შეიძენს. შესაბამისი ტენდერი
ანაკლია-განმუხურში საფეხმავლო ხიდის რეკონსტრუქციისა და  ბულვარის ტერიტორიიდან ზღვის სანაპირომდე ჩასასვლელი ბილიკებისა და ველობილიკების აღდგენაზე ტენდერი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იწყება. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადენ, 180 ბავშვზე
თბილისის მერმა კახა კალაძემ მეტროსადგურ "300 არაგველში“ შექმნილ შეფერხებაზე საუბრისას განაცხადა, რომ მეტროს ვაგონები მძიმე მდგომარეობაშია. მისი თქმით,
რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, ჩაპაევისა და ჩეხოვის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე ბეტონის ბორდიურები
ქუთაისის მერიამ  მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში ახლადგახსნილი სკეიტპარკის მოედნის დაზიანებული შემოღობვის აღდგენისთვის ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოებისათვის მერია 13 957
%d bloggers like this: