თერჯოლის სოფელ კვახჭირის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები ხელისუფლებას ტყუილ დაპირებებსა და პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას ინტერორესნიუსი ავრცელებს.

მოსახლეობის თქმით, “ქართული ოცნება“ მათ საარჩევნოდ გზის და წყლის პრობლემის მოგვარებას დაპირდა, თუმცა მათ უბანში “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაიმარჯვა და სამუშაოები არ განხორციელებულა.

“საარჩევნოდ მოვიდნენ და დაგვპირდნენ, რომ გზას გაგვიკეთებდნენ, ასევე მოაგვარებდნენ წყლის პრობლემას. დასრულდა არჩევნები, მაგრამ მას შემდეგ არავინ მოსულა. ინფრასტრუქტურა მთლიანად მოშლილია და გადაადგილებას ვერ ვახერხებთ. ჩვენს სოფელში “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაიმარჯვა, ამიტომ სამაგიეროს გვიხდიან და დაპირებებს არ ასრულებენ. გარეგანათებაც იქამდე გააკეთეს, სადაც “ქართული ოცნების” მხარდამჭერები ცხოვრობენ”, -განაცხადეს ადგილობრივებმა.

მოსახლეობას სოლიდარობა გამოუცხადეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა. მათი თქმით, არასწორია, როდესაც ხელისუფლება მოსახლეობას პოლიტიკური ნიშნით არჩევს. ორგანიზაციის წევრები ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდებენ.

მსგავსი სიახლეები
წინა სტატია დაბა ურეკში წყლისა და კანალიზაციის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება. დაბა ურეკში
წინა სტატია გორის სოფელ მარანას, რომელსაც დენის ეკონომიის გამო სასმელი წყალი დღეში 2 საათით მიეწოდებოდა,
ადიგენის სოფელ ვარხანში შიდა ქუჩები ხუთ თვეზე მეტია წყლით იტბორება, მიზეზი მოძველებული სასმელი წყლის სისტემაა.
როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ბაიანთხევისა და გვერდისუბნის მოსახლეობის სასმელი წყლის
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დმანისის მუნიციპალიტეტის 19 სოფელში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის წყალმომარაგების მიწოდება ათეული წლების
წყლის ხარისხი ძალიან დიდი პრობლემაა, შიდა ლოკალური ქსელით მოწყობილი სამუშაოები, ხშირ შემთხვევაში, სასმელი წყლის სტანდარტს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერის მოსახლეობას სასმელი წყალი მე-4 დღეა არ მიეწოდება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. "წყაროდან ეზიდება
"ზაფხულის სეზონისთვის კურორტი აბასთუმანი დამსვენებლებს სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფს", - ნათქვამია გარეთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებულ
სტატია მომზადებულია "აიფაქტის" მიერ ავტორი:  ნინო შონია გურიის სამ სოფელში 4.5 მილიონი ლარი დაიხარჯა. ჯუმათში, ძიმითსა
2019 წელს ასპინძაში ოთხი სოფლის საროს, ხიზაბავრის, თოკისა და ვარგავის სასმელი წყლის ცენტრალური მილსადენისა და
წინა სტატია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანას მცხოვრებლები სასმელი წყლის უქონლობას უჩივიან და აცხადებენ, რომ სამუშაოები
წინა სტატია საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, სასმელი და სამეურნეო წყლის
დღეს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საკონფერენციო დარბაზში წარმოადგინა ანგარიშის პრეზენტაცია თემაზე - "წყალი,
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სადაც სასმელი წყლის ინდივიდუალური მრიცხველებია დამონტაჟებული, წყლის გადასახადს მხოლოდ გახარჯული ელექტროენერგიის საფასურით
ხელვაჩაურში, ე.წ. ოცნების ქალაქში, მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს,
%d bloggers like this: