მცხეთის გენგეგმასთან დაკავშირებით ამხანაგობა “აქოლისმა“ პირველი ეტაპის სამუშაოები წარადგინა

753

წინა სტატია

ამხანაგობა “აქოლისმა“ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს მცხეთის გენგეგმასთან დაკავშირებით პირველი ეტაპის სამუშაოები წარუდგინა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

როგორც ამხანაგობა “აქოლისში“ აცხადებენ, მომსახურების I ეტაპი მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალების შედგენისთვის, წინასაპროექტო კვლევასა და სტრატეგიული განვითარების ხედვის (კონცეფციის) შემუშავებას, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების შემუშავებისთვის საკანონმდებლო ბაზის კვლევას ითვალისწინებდა.

მათივე ინფორმაციით, შინაარსობრივად, I ეტაპზე ჩატარებული სამუშაოები მოიცავდა: ფიზიკური გარემოს კვლევას, რომელიც, თავის მხრივ, შედგებოდა ფიზიკური გარემოს ფიქსაციის, კულტურული და ბუნებრივი ფასეულობების მონაცემების შეგროვებისა და უფლებრივი გარემოს ფიქსაციისგან; დოკუმენტურ კვლევასა და ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას.

შესაბამისად, წინამდებარე ანგარიში შედგება შემდეგი კომპონენტებისგან: ორთოფოტოსურათი და ლიდარული სკანირება; ტოპოგეოდეზიური რუკა; საკადასტრო რუკა და უფლებრივი მონაცემები; საყრდენი (საბაზისო) რუკა; საინჟინრო-ტექნიკური ინფრასტრუქტურის რუკა; კულტურული ფასეულობების მონაცემები და შესაბამისი რუკა; ბუნებრივი ფასეულობების მონაცემები და შესაბამისი რუკა; ზოგად გეოლოგიური მონაცემების რუკა; ზოგად სეისმური მონაცემების რუკა;  ზოგად კლიმატური მონაცემების რუკა; ეკოლოგიური მონაცემები და შესაბამისი რუკა; წინასწარი სოციოლოგიური მონაცემები; ტურიზმის შეფასების კვლევა; დოკუმენტური კვლევა; ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და განვითარების ხედვა.