გორის მერია ხანძრით დაზარალებულ ყველა ოჯახს დაეხმარა

1101

გორის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, ხანძრით დაზარალებულ ყველა ოჯახს დაეხმარა. 2019 წელს დახმარების თხოვნით მერიას სამმა ოჯახმა მიმართა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“5 400 ლარით დავეხმარეთ 3 ოჯახს. შარტავას ქუჩაზე მომხდარი ხანძრისას ორი სახლის ნაწილი დაიწვა. ერთს გამოვუყავით 2 400 ლარი, ხოლო მეორეს – 2 700 ლარი. ასევე დავეხმარეთ ხიდისთავში მცხოვრებ ოჯახს, რომელსაც 300 ლარი ჩავურიცხეთ ზიანის ასანაზღაურებლად”, – განაცხადა გორის მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა დავით ჩიხრაძემ.

სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, გორის მერიას ხანძრით დაზარალებულ ოჯახების დახმარებისთვის წლის განმავლობაში 30 000 ლარი აქვს გამოყოფილი.