“ქართული ოცნებისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატებს ზუგდიდში მიმდინარე კვირაში წარადგენენ

წინა სტატია

“ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს გიორგი შენგელიასა და გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს სანდრა რულოვსს ზუგდიდში ოფიციალურად მიმდინარე კვირაში წარადგენენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

პროფესიით ეკონომისტი გიორგი შენგელია წლების მანძილზე საბანკო სისტემაში მუშაობდა. იყო თიბისი ბანკის ზუგდიდის სერვისცენტრის მენეჯერი. 2018 წლის 7 ნოემბრიდან კი ზუგდიდის ვიცემერის თანამდებობას იკავებს.

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი კი 2016 წლის არჩევნებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. პირველ ტურში ვერც მან და ვერც მმართველი პარტიის კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ ხმების 50%-ზე მეტი ვერ მიიღეს. ხოლო, მეორე ტურში მონაწილეობაზე რულოვსმა უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ მას არჩევნები პირველ ტურში “მოპარეს“.

სად ჩატარდება შეხვედრები, სადაც მერობის კანდიდატებს წარადგენენ, ჯერჯერობით უცნობია.

გარდა პარტიის მიერ დასახელებული კანდიდატებისა. ზუგდიდის მერობა სურს 4 დამოუკიდებელ კანდიდატს, მათ შორის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს ზვიად სიჭინავას, მოძრაობის “სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელ თენგიზ ჯგუშიას, თეოლოგ დავით თორდიასა და ისტორიკოს გოგიტა ბიგვავას სურთ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზუგდიდის მერი ლაშა გოგია და ვიცემერი გია გულორდავა 12 სექტემბერს თანამდებობებიდან გადადგნენ. ორი თვის შემდეგ გოგია და გულორდავა დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის დააკავეს. სასამართლოს ჯერჯერობით მათ მიმართ განაჩენი არ გამოუტანია.

მსგავსი სიახლეები
ვინ და რა ფორმით ებმება პოლიტიკურ მარათონში და რა დაპირებები აქვთ მერობის კანდიდატებს? ამის შესახებ "TV25"
საჭირო გზავნილი და ამავდროულად, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, - ასე აფასებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი
პარტია "ქართული ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ზოგიერთ ოლქში ხელშეუხებლობის განცდაა გაჩენილი, რაც
წინა სტატია ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი პატარიძე
წინა სტატია ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ბათუმის საკრებულოში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ბათუმის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირების შედეგად "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი როინ ზოიძე დაშავდა.
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ბათუმში საკრებულოს სხდომა განახლებიდან მალევე ისევ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ერთმანეთს "ქართული
სტატიის გაგრძელება ბათუმის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო და დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. "ნაციონალური
ხულოს მერობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" ვახტანგ ბერიძემ პარტიის ხელმძღვანელობას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. ვახტანგ ბერიძე გამარჯვების
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები ხელისუფლებას ტყუილ დაპირებებსა და პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში
წინა სტატია ათთვიანი პაუზის შემდეგ, ბორჯომის საკრებულომ გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შეარჩია.
აჭარის მთავრობის სახლთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და ე.წ. ალტერნატიული მთავრობის წევრები აქცია-პერფორმანსს მართავენ. აქციის
წინა სტატია "ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია გამარჯვებაში დარწმუნებულია. ამბობს, რომ არჩევნების
წინა სტატია რა სახელი და გვარიც არ უნდა აარჩიოს "ქართულმა ოცნებამ" საკუთარ კანდიდატებად, დარწმუნებული ვარ
%d bloggers like this: