„თი ენდ თი ჯგუფს“ მდინარე ენგურის კალაპოტიდან ინერტული მასალა გააქვს

635

ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში მოსახლეობა მდინარე ენგურის კალაპოტიდან ინერტული მასალის ამოღებას აპროტესტებს.

როგორც „ნიუპოსტის“ კორესპოდენტს აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, ენგურის კალაპოტიდან ქვა-ღორღის ამოღება საშიშროებას უქმნის ირგვლივ არსებულ მიწის ნაკვეთებს და სოფელს დატბორვა ემუქრება. მათივე განცხადებით, აღნიშნული ტერიტორია არის „წითელი ზონა“ და ქვის გატანა შეუძლებელია.
იქ მოსულ აქციის მონაწილეებს, სამუშაოების მწარმოებელმა კომპანიამ „თი ენდ თი გრუპმა“ ლიცენზია წარუდგინა, რომელიც გარემოს დაცვის სამინიტროს მიერ არის გაცემული.

მოსაახლეობა სამუშოების შეწყვეტას მოითხოვს წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის გაგრძლებას თბილისში, გარემოსა სამინისტროსთან აპირებს.

წყარო: ნიუპოსტი