ზუგდიდში ბერიას ქუჩაზე 125 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

1428

ზუგდიდში ბერიას ქუჩაზე N2 საბავშო ბაღის მშენებლობა მიმდიანრეობს. ბაღში 5 ჯგუფი იფუნქციონირებს და 125 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი.

როგორც ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 1 167 999 ლარი დაიხარჯება, შენობა კი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება.

ამასთან, საბავშვო ბაღი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

“ბერიას ქუჩაზე არსებული ბაღი ავარიული იყო, რის გამოც ბავშვებს კერძო სახლში, ნაქირავებ ფართში უწევთ სკოლამდელი განათლების მიღება. ახალი ბაღის მშენებლობით კი ეს პრობლემა მოგვარდება”, – განმარტავენ ზუგდიდის მერიაში.