დაბა სტეფანწმინდის საბავშვო ბაღს ახალი ატრაქციონი გადასცეს

1311

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის პარტნიორი ორგანიზაცია – ა(ა)იპ “ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ შუადმგომლობით, ყაზბეგის მერიისა და სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ამერიკულმა ორგანიზაცია “Children around The World-მა”, დაბა სტეფანწმინდის საბავშვო ბაგა-ბაღს საჩუქრად ახალი ატრაქციონი გადასცა.

როგორც მერიაში განმარტავენ, აღნიშნული ატრაქციონი ამერიკულმა ორგანიზაციამ გასულ წელს გარდაცვლილი სმიტების ოჯახის ხსოვნის საპატივცემულოდ ყაზბეგის და მარნეულის მუნიციპალიტეტების ორ ბაღს უსაჩუქრა. ასევე, მსგავსი აქცია მომავალში თიანეთისა და დუშეთის საბავშვო ბაღებისთვისაც იგეგმება.