სიღნაღის მერია 5 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსს აცხადებს

786

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია 5 ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსს აცხადებს.

როგორც მერიაში განმარტავენ, ვაკანტურია შემდეგი თანამდებობები: კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში (დახურული კონკურსი);

ეკონომიკის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი (ღია კონკურსი); 

 ადმინისტრაციული სამსახურის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი ქალაქ წნორის ადმინისტრაციულ ერთეულში (ღია კონკურსი);  

ადმინისტრაციული სამსახურის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი სოფელ საქობოს ადმინისტრაციულ ერთეულში (ღია კონკურსი);

ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის საკითხებში (ღია კონკურსი);

კონკურსში მონაწილების მსურველებს აღნიშნულ ვაკანტურ ადგილებზე განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე შეეძლებათ.