ბახტაძე: 12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადდება

151

სტატიის გაგრძელება

პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს, 12 მაისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადდეს.

“დღეს მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ინიციატივას, რომ დაჩქარებული წესით მიიღოს საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 12 მაისი, რომელიც არის წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე, ასევე, დადგინდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ. ეს გახლავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციატივა, რომლესაც, ბუნებრივია, ჩვენ პატივს ვცემთ და ვიზიარებთ”, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმინისტრი დარწმუნებულია, რომ 12 მაისი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაული გახდება.