დედოფლისწყაროს მერის მიერ ინიცირებული პროექტი “ერთი დღე სოფელში“ განახლდა

521

დედოფლისწყაროს მერის მიერ ინიცირებული პროექტი “ერთი დღე სოფელში“ განახლდა. პროექტის ფარგლებში, დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი სოფელ გამარჯვებაში იმყოფებოდა.

როგორც მერიაში აცხადებენ, მერი თანამშრომლებთან და მერის წარმომადგენელთან ზვიად ზვიადაურთან ერთად სოფლის მაცხოვრებლებს შეხვდა, არსებულ პრობლემებს გაეცნო და ინფრასტრუქტურული პროექტებიც დაათვალიერა.

აღსანიშნავია, რომ დაწყებულია ცენტრალური ქუჩის კეთილმოწყობა, რომელიც ადგილობრივებმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეარჩიეს, ხოლო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, მის მიერ ინიცირებული პროექტი -ერთი დღე სოფელში- აქტიურად გაგრძელდება. პროეექტის ფარგლებში მერი მოსახლეობას უბნებში ეწვევა და მათ პრობლემებს უშუალოდ ადგილზე გაეცნობა.