სანდრა რულოვსი საცხოვრებლად ზუგდიდში გადავიდა

2188

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ზუგდიდის იუსტიციის სახლში საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაცია გაიარა.

“ჩამოვედი და უკვე ვიცხოვრებ აქ, რომ დავეხმარო ზუგდიდელებს და ერთად გადავჭრათ პრობლები. ვიქნები ჩემს ზუგდიდელებთან ერთად”,- განაცხადა რულოვსმა.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურმა გაერთიანებამ “ძალა ერთობაშია“ ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში კანდიდატად ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი 22 მარტს წარადგინა.

ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.