ორხევში სპორტული მოედნების მოწყობა მიმდინარეობს

828

სამგორის რაიონში, ორხევში, ახალი სპორტული მოედნების მოწყობა მიმდინარეობს.

გამგეობის ინფორმაციით, მუხაძის ქუჩა N5-ის მიმდებარედ 520 კვ.მ ფართობის ხელოვნურ საფარიანი მოედანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად უკვე მოეწყო და ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

“სტადიონს აქვს სპეციალური პანდუსი, დამონტაჟდა კალათბურთის ფარები და მოეწყო გარეგანათების სისტემა”, – განმარტავენ გამგეობაში.

სამუშაოების ღირებულება, რომელიც გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ შპს “პარმა“ შეასრულა 73 000 ლარს შეადგენს.

ასევე, მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს კიდევ ერთი სპორტული მოედნის მოწყობა ქვემო ალექსეევკის დასახლებაში.

“ახალი სპორტული მოედნის მოსაწყობი საუშაოები მიმდინარეობს ქვემო ალექსეევკის დასახლებაშიც. N1 და N2 ქუჩების მიმდებარედ 480 კვ.მ ფართობის სტადიონი მაისის ბოლომდე გაიხსნება. აღნიშნული პროექტისთვის 88 ათასი ლარია გამოყოფილი”, – აცხადებენ გამგეობაში.