ზვიად სიჭინავამ ზუგდიდის მერობის კანდიდატად დარეგისტრირებისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

109

წინა სტატია

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ამბობს, რომ თუკი 9 აპრილამდე ხმათა საჭირო რაოდენობას მოაგროვებს, კენჭს იყრის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კანდიდატად დარეგისტრირებას ვერ შეძლებს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

მისი თქმით, საინიციატივო ჯგუფებს ცოტა დრო ჰქონდათ დასარეგისტრირებლად.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ  ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ხუთი საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა.

ასევე, ცნობილია, რომ ზუგდიდის მერობისთვის გაერთიანებული ოპოზიციიდან სანდრა რულოვსი, ხოლო “ქართული ოცნებიდან” ვიცემერი გიორგი შენგელია იბრძოლებენ.

ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზუგდიდის მერი ლაშა გოგია და ვიცემერი გია გულორდავა 12 სექტემბერს თანამდებობებიდან გადადგნენ. ორი თვის შემდეგ გოგია და გულორდავა დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის დააკავეს. სასამართლოს ჯერჯერობით მათ მიმართ განაჩენი არ გამოუტანია