ოპოზიცია ხელვაჩაურის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს (ვიდეო)

1396

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ხელვაჩაურის მერის ჯუმბერ ვარდმანიძისა და საკრებულოს თავმჯდომარის ნადიმ ვარშანიძის გადადგომას ითხოვენ. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დღეს ბრიფინგი გამართეს და პროკურატურას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდეს. თქვეს, რომ ხელვაჩაურში მმართველობა და მენეჯმენტი უნდა შეიცვალოს.

თემურ დუმბაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტში პროექტები შეფერხებით ხორციელდება და ასევე, იკვეთება კორუფციის ნიშნები. მაგალითად კი ახალშენის კულტურის სახლის შემთხვევა მოიყვანა.

ხელვაჩაურის მერი გადადგომას არ აპირებს. ჯუმბერ ვარდმანიძე ამბობს, ყველა დამნაშავე დაისჯება, ბრალეულობას კი შესაბამისი ორგანოები დაადგენენ.