სამოქალაქო აქტივისტმა, რომელსაც სატელევიზიო სიუჟეტისთვის დადგმული კადრის გამო აჯარიმებდნენ, სასამართლო დავა მოიგო

974

წინა სტატია

სამოქალაქო აქტივისტს, ნინო გოგოლაშვილს, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში ცხოვრობს, ტელეკომპანია “იმედის” მიერ მომზადებულ სიუჟეტში დადგმული კადრის გამო გარემოს ზედამხედველობის სამსახური გარემოს დანაგვიანებას ედავებოდა. გოგოლაშვილმა სასამართლო დავა მოიგო.

სიუჟეტი სოფელში არსებულ ქაოტურ ნაგავსაყრელს ეხებოდა, რომლის არსებობასაც გოგოლაშვილი აპროტესტებს. სწორედ ამ სიუჟეტის მომზადებისას, კადრის გადასაღებად, ნინო გოგოლაშვილმა ადგილზე პარკით ნაგავი დაყარა. მისივე ინფორმაციით, გადაღების შემდეგ მან ეს ნაგავი აიღო, თუმცა, ამის მიუხედავად, სიუჟეტის გასვლიდან რამდენიმე დღეში მას გარემოს ზედამხედველობის სამსახურმა ტერიტორიის დანაგვიანებისთვის სამართალდარღვევის ოქმი გამოუწერა.