ლაგოდეხში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა აშენდება

31

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ადმინისტრაციული შენობა აშენდება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

საკრებულოს თავმჯდომარის კახა ჯამბურიას განმარტებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა ლაგოდეხში 9 აპრილის ქუჩაზე, ყოფილი საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება.

“შენობა დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და გაზრდის მოქალაქეთა მომსახურეობის ხარისხს. პროექტის ღირებულება 249 434 ლარს შეადგენს”, – განაცხადა კახა ჯამბურიამ.

პროექტს რეგიონული განვითარების სამჯნისტრო ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განახორციელებს.

ამასთან, ცნობილია, რომ რეგიონებში ამბულატორიებისა და სასწრაფო დახმარების ცენტრების მშენებლობაზე 20 მილიონზე მეტი დაიხარჯება.