ახალციხეში უკანონოდ მოწყობილი ნაგავსაყრელების დასუფთავება იგეგმება

210

ახალციხეში უკანონოდ მოწყობილი ნაგავსაყრელების დასუფთავებაზე იმსჯელეს.

როგორც მერიაში აცხადებენ, ძირითადად, ყურადღება პირველი სკოლის მიმდებარედ მდინარის სანაპიროსა და ხიდის ქვეშ მოწყობილ ნაგავსაყრელზე, ასევე, ქალაქის მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავებაზე გამახვილდება.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, შესაძლოა, ამოქმედდეს სანქციები.