ნაძალადევის რაიონში ასათიანის ქუჩაზე საყრდენი კედელი და ლითონის ღობე მოეწყო

954

ნაძალადევის რაიონში, ასათიანის (ყოფილი სტურუას) ქუჩა N31-ში, გრუნტის დამჭერი საყრდენი კედელი და ლითონის ღობე მოეწყო. ასევე, როგორც გამგეობაში აცხადებენ, მიმდებარედ არსებულ საფეხმავლო გზაზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო.

მათივე ინფორმაციით, გრუნტის დამჭერი საყრდენი კედლის სიგრძე 17.4, ხოლო სიმაღლე – 2.7 მეტრი.

აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული სამუშაოებისთვის 34 159 ლარი დაიხარჯა. ინფრასტრუქტურული პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა.

შესრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა.