ჩუღურეთის რაიონში ხუდადოვის ქუჩაზე გზას აგებენ

3

ჩუღურეთის რაიონში ხუდადოვის ქუჩაზე 2 000 კვადრატულ მეტრზე, შიდაკვარტალური გზის მოწესრიგება მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში, რომლისთვისაც ჩუღურეთის რაიონის გამგეობიდან 60 000 ლარი გამოიყო, ბორდიური და ტროტუარი მოეწყობა. ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოებს შპს “ბი ემ სი“ აწარმოებს.

სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე და საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე გაეცნენ.