შინაგან საქმეთა მინისტრს ხურვალეთის მოსახლეობამ მთის სტატუსის მინიჭება სთხოვა

737

შინაგან საქმეთა მინისტრს ხურვალეთის მოსახლეობამ მთის სტატუსის მინიჭება სთხოვა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

“გაყოფა არ მოსულა?” – ჰკითხა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ შიდა ქართლის გუბერნატორს გიორგი ხოჯევანიშვილს. ხოჯევანიშვილმა უარყოფის ნიშნად მინისტრს თავი დაუქნია. საუბარი ეხება მთის სტატუსის მინიჭებას, რომელსაც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის ხურვალეთის მოსახლეობა ითხოვს.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ვიცეპრემიერს აუხსნეს, რომ ზედა უბანი, რომელსაც დიდი ხურვალეთი ჰქვია, მაღალმთიანი დასახლების სტატუს, ადგილმდებარეობის მიხედვით, აკმაყოფილებს. თუმცა იმის გამო, რომ ქვედა უბანი 850 მ-ზე დაბლა მდებარეობს, მთელ დასახლებას სტატუსი არ მიანიჭეს.

გახარიამ პირობა დადო, რომ ხურვალეთისთვის, თუნდაც ზემო ნაწილში მდებარე დასახლებისთვის, სტატუსის მისანიჭებლად პრემიერს დაელაპარაკება.