საბურთალოს რაიონში სამ მისამართზე საყრდენი კედელი მოეწყო

918

საბურთალოს რაიონში სამ მისამართზე – იყალთოს ქუჩა N26-ის, ვაჟა-ფშაველას გამზირი N18-ისა და ნუცუბიძის ქუჩა N40-ის მიმდებარედ გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა დასრულდა.

როგორც საბურთალოს რაიონის გამგეობაში აცხადებენ, აღნიშნულ მისამართებზე რსებობდა გრუნტის ჩამოშლის საფრთხე, რის გამოც მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გამგეობამ საყრდენი კედლების მოწყობის გადაწყვეტილება მიიღო.

აღნიშნული პროექტებისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 126 613 ლარი გამოიყო. სამუშაოები კი შპს “პასაჟი საქართველომ“ განახორციელა.