ვაკის რაიონში ორ სკვერს რეაბილიტაცია უტარდება

691

ვაკის რაიონში ორ სკვერს რეაბილიტაცია უტარდება. კერძოდ, როგორც ვაკის გამგეობაში აცხადებენ, სკვერის სარეაბილიტაციო სამუშეოები ვაჟა-ფშაველას IV კვარტალში და ყაზბეგის გამზირზე მიმდინარეობს.

ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის I კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი მოედანი, საპარკე ინფრასტრუქტურა და განათების სისტემა მოეწყობა, ასევე განახლდება ღობე.

ხოლო, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე ნანტის სკვერში განახლდება საპარკე ინფრასტრუქტურა, მოეწყობა საბავშვო მოედანი, დამონტაჟდება სარწყავი და განათების სისტემები. მასთან, სკვერის ტერიტორიაზე მოეწყობა მცენარეების კედელი და დაირგვება სხვადასხვა ტიპის ბუჩქები და ბალახი.